პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა კი მედიკოსების თქმით, მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებში რჩება. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს გამოძიება.