თითქმის ხუთი საათია, პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
კომისიის წევრები საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კახა სირაძის ახსნა-განმარტებებს ისმენენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.