სოფო კილაძე - შესაძლებელია, ზაზა სარალიძის მხრიდან დასმული კითხვები იყოს პასუხგაცემული, როგორც შსს-ს, ასევე პროკურატურის მხრიდან
სოფო კილაძე - შესაძლებელია, ზაზა სარალიძის მხრიდან დასმული კითხვები იყოს პასუხგაცემული, როგორც შსს-ს, ასევე პროკურატურის მხრიდან

შესაძლებელია, ზაზა სარალიძის მხრიდან დასმული კითხვები იყოს პასუხგაცემული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის მხრიდან, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, დაზარალებული მხარის გამოკითხვის შემდეგ გარკვეული კითხვები გაუჩნდა.

როგორც სოფო კილაძე განმარტავს, ზაზა სარალიძეს ძირითადი კითხვები ფარდულის დანგრევასთან დაკავშირებით აქვს. კილაძის თქმით, ზაზა სარალიძის ერთ-ერთი კითხვაა, რატომ არ ამოიღო გამოძიებამ საქმეში ერთ-ერთი მონაწილე პირის მ.კ-ს ტანსცმელი.

„სარალიძეს რამდენიმე ეპიზოდთან აქვს პრობლემა. ერთ-ერთი არის მაგალითად ფარდულის დანგრევა, ამასთან, რატომ არ იქნა ამოღებული კალანდიას ტანსაცმელი. აქ ფაქტობრივად გვაქვს რამდენიმე კითხვა და მეც ვაპირებ დღეს, რომ ვიკითხო ის, რაც დაზარალებულ მხარეს აქვს პროკურატურასთან. ბუნებრივია, მარტო ერთი მხარის პოზიცია ვერ მოგვცევს ჩვენ სრულ სურათს. მნიშვნელოვანია, ორივე მხარის პოზიცია მოვისმინოთ, როგორც დაზარალებულის ასევე შესაბამისი სტრუქტურების. ამ შემთხვევაში, პოლოციისა და პროკურატურის. შესაძლებელია, ზაზა სარალიძის მხრიდან დასმული კითხვები იყოს პასუხგაცემული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის მხრიდან“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

სოფო კილაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის ლევან დადუნაშვილის ოჯახს არც შსს-თან და არც პროკურატურას კითხვები არ აქვს.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს განაახლებს მუშაობას. სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს მოუსმენენ.