ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებითი ინფორმაციის მიღებას მოზარდებისგან ცდილობს. გამოყოფილ საქმეზე, გამოკითხვები დილიდან განახლდა.
უცნობია უწყებაში მიმდინარე საუბრის შინაარსი და არასრულწლოვნების დაბარების კონკრეტული მიზეზები, თუმცა ცნობილია, რომ გამოკითხვა დღის ბოლომდე გაგრძელდება.