გამოძიების ფარგლებში უკვე გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი პირველად დასკვნაზე საუბრობს. მისი თქმით, მასალების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში არ არის ამოღებული მტკიცებულებები და შესაძლოა, გამოძიების პროცესში ადგილი ჰქონდა ინტერესთა თანხვედრასაც.
ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მისი წარმომადგენლები მესამე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მასალებს ეცნობიან, მუშაობის დასრულების შემდეგ კი ომბუდსმენი დასკვნას დადებს.