ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მასალებში აღმოჩენილ საეჭვო გარემოებებზე ინფორმაციას მედიას უახლოეს მომავალში მივაწვდი
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მასალებში აღმოჩენილ საეჭვო გარემოებებზე ინფორმაციას მედიას უახლოეს მომავალში მივაწვდი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მასალებში აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შესახებ ინფორმაციას მედიას უახლოეს მომავალში მიაწვდის.

„ვაპირებ, დღესაც და ხვალაც უფრო დეტალურად გავეცნო იმ პირველად შედეგებს, რაც იქნება წარმოჩენილი საქმის მასალების გაცნობის შედეგად. ჩემი წარმომადგენელები დღესაც ეცნობიან ამ საქმის მასალებს. უახლოეს პერიოდში მედიას მივაწვდი ინფორმაციას ყველა იმ საეჭვო გარემოების შესახებ, რაზეც სახალხო დამცველი გააკეთებს აპელირებას გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესში ჩავრთო ექსპერტებიც, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა საგამოძიებო ორგანოებიდან 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალები მიიღო, რომელსაც შეისწავლის.