არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის გახსნა

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა ხაშურში.

ცენტრის მიზანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და სოციალიზაცია, ასევე, დანაშაულის პრევენცია, ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომით. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.