პოლიციამ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ამხილა 1995 წელს დაბადებული პირი. სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ მასზე ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დას, 2004 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოამბე