არასრულწლოვანების საქმეზე დღეს გამომძიებლები დაიკითხებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვის საქმეზე, დღეს, გამომძიებლები დაიკითხებიან. დახურულ სასამართლო სხდომაზე, სავარაუდოდ, ოთხ გამომძიებელს მოუსმენენ, რომლებმაც ამ საქმის ფარგლებში სხვადასხვა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. მათ შორის ერთ-ერთი მოზარდის მამა, თენგიზ კალანდია  ორ პირთან ერთადაა პატიმრობაში. მისი შვილი კი რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და მასზე პატიმრობა არ ვრცელდება. საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ასევე გირაოთია გათავისუფლებული მისი ძმა. თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს. მასთან ერთად დაკავებული პირები კი დანაშაულს არ აღიარებენ.