"ხორავას ქუჩის საქმეზე" დაკავებული მოზარდი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული მოზარდი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. დაკავებული დ.ღ.-ს ადვოკატების ინფორმაციით, ის ნამდვილად შეხვდა ზაზა სარალიძეს, რაზეც ინფორმაცია სასამართლოს, სარალიძისვე თხოვნით არ მიაწოდა.

დაკავებულს პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს. საკითხზე კომენტარი გააკეთა ზაზა სარალიძემ.

მოზარდის დაკავებაზე საუბრობენ საპარლამენტო კომისიის წევრები და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

გიორგი კობერიძე ჩაგვერთვება დეტალებით.