ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კრიმინალთან ბრძოლაში შსს-ს სერიოზული წარმატებები ექნება
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კრიმინალთან ბრძოლაში შსს-ს სერიოზული წარმატებები ექნება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით სერიოზული პროგრესი იქნება მიღწეული. ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას, არასრულწლოვნების დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ცვლილებების საჭიროების შესახებ.

ირაკლი კობახიძის თქმით, კრიმინალთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„ყველა მიმართულებით არის სამუშაო. შსს-ში არსებითი ცვლილებები ხორციელდება. ამ პროცესებს სათავეში გიორგი გახარია უდგას და დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით, ყველა მიმართულებით  სერიოზული პროგრესი იქნება. კრიმინალთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და დარწმუნებული ვარ, გახარიას ხელმძღვანელობით, ამ კუთხით შსს-ს  სერიოზული წარმატებები ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, კანონმდებლობაც გადაისინჯოს.