არასაპარლამენტო პარტიების მერობის კანდიდატი

არასაპარლამენტო პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ოპოზიციურ სპექტრს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ზაზა ხატიაშვილს სთავაზობენ.

ინიციატორები ამბობენ, რომ ხატიაშვილი სხვადასხვა სეგმენტისთვის მისაღები კანდიდატურაა და ის არ არის დაკავშირებული რომელიმე პარტიასთან. მათი თქმით, მთავარი ამოცანა „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხებაა. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, „ქართული არჩევანის“, „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ და „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის საკითხი განიხილონ.