არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საარჩევნო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია გამართა
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საარჩევნო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პარტიები არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ და გამოსავალს გერმანულ მოდელზე გადასვლაში ხედავენ.
აღნიშნული მოდელის ერთ-ერთი პუნქტი პარტიების დაფინანსების ზედა ზღვარსაც გულისხმობს, რომლის მიხედვით, პარტიის წლიური ხარჯი მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.