თემა, რომლის შესახებაც კითხვები ევროპარლამენტის წევრებსაც ქონდათ.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სავარაუდოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოუწევთ ჩვენებების მიცემა. ამ თხოვნით სასამართლოს თავად მთავარმა პროკურატურამ ეკა გიგაურის, მიხეილ ბენიძის და ირმა პავლიაშვილის გამოკითხვის შემდეგ მიმართა. არც ერთ მათგანს დღეს გამომძიებლისთვის არ დაუსახელებია წყარო, რომელმაც მათივე თქმით, სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაზე მიაწოდა ინფორმაცია. უფლებადამცველები არ უარყოფენ, რომ სააგენტოში დასაქმებულ მათ წყაროს გაყალბების სქემის მზადების მტკიცებულებები არ აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებას ცილისწამებად აფასებს სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც პროკურატურაში კონკრეტული დოკუმენტებით მივიდა. პოლიტიკოსების ნაწილს კი, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი გაახსენა.