ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებზე ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ისაუბრეს მესამე სექტორთანაც. დისკუსიისას აქცენტი გაკეთდა მიხეილ სააკაშვილის საქმესა და სასამართლოში არსებულ ვითარებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ყურადღება გაამახვილეს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობაზე.