ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ საქმის წარმოებას სტრასბურგში აგრძელებენ. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს. მათივე განმარტებით, მიღებული კანონით ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არაერთი უფლება. ორგანიზაციების მომზადებულ სარჩელს 120 არასამთავრობო და 20-მდე მედიასაშუალება უერთდება.