არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი, რომლებიც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა საბჭოს წევრებად დაასახელეს, თვლიან, რომ ქიბარ ხალვაშმა ეს შეთავაზება უნდა გამოიყენოს. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამით არხის ახალი მფლობელი, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გაჩენილ ეჭვებს გაფანტავს.
გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მართალია, სარედაქციო დამოუკიდებლობას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს, თუმცა, პრობლემა მაინც რჩება. ჟურნალისტების მიერ დასახელებული ახალი ბერკეტი კი მათი საქმიანობის დაცვის უკეთესი სტანდარტი იქნება.