18 ნოემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზებული იყო. ასეთია 16 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი შეფასება.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ორი დღის განმავლობაში სასამართლო განხილვების გაჭიანურება და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანი პროტესტის დასუსტება იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც 18 ნოემბერს პარლამენტთან დაკავებულების ინტერესებს იცავდნენ, პროცესუალურ დარღვევებზეც საუბრობენ. როდის გაიმართება კიდევ 25 პირის სასამართლო, ჯერჯერობით უცნობია. როგორც იურისტები ამბობენ, საქმის განხილვა დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა გაურკევეველი ვადით გადაიდო.