არასამთავრობოები კონფერენციას მართავენ

უსახლკაროთა და სათანადო საცხოვრისის საჭიროების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, არასამთავრო ორგანიზაციები ამ წუთებში კონფერენციას მართავენ. მიზანი, ამ კუთხით ცენტრალური და ადგილობრივი  ხელისუფლების პოლიტიკის შეფასება და გამოწვევების გამოვლენაა.

კონფერენციას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან. სწორედ უწყების პრეროგატივაა შეიმუშავოს უსახლკარობის პრობლემის გადაჭრის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი 2020 წლისთვის იქნება მზად.