უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად შალვა თადუმაძის გასაუბრებას და თავად პროცესს აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში, გენერალურ პროკურორთან არსებულ შეკითხვებს შორის, ერთს განსაკუთრებით გამოარჩევენ. კონკრეტულად, რატომ უჩნდება მოქმედ გენ-პროკურორს მოსამართლეობის სურვილი, როდესაც არსებულ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან, ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა.