არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დიპლომატთან 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მოქმედების სტრატეგიაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა თქვეს, მათ კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია ელჩს იმ სქემებთან, თუ გაყალბების მექანიზმებთან დაკავშირებით, რომლიც მათ კენჭისყრის დღეს დააფიქსირეს. საუბრის თემა იყო შექმნილ ვითარებაში ევროკავშირის როლიც, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირმა მათ შორის საერთაშორისო გამოძიების ნაწილში, რომელსაც, თავის მხრივ, ოპოზიციური სპექტრი ითხოვს. ელჩმა წინა კვირას მოისმინა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მოსაზრებებიც, თუმცა, ელჩს შეხვედრების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.