არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი

კოალიცია „ჩემი ხმა“ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. კოალიციის წარმომადგენლები ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების გამო ელექტრონული უბნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა სარჩელი, რომელიც უკვე შეიტანეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.