არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შოვსა და გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. მესამე სექტორს კითხვები აქვს სახელმწიფო უწყებებთან, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები, რატომ ვერ მოხდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის თავიდან არიდება.
ისინი მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, ტრაგედიის გარშემო არსებულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცეს.