არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი ხედვა წარადგინეს. მათ ერთობლივად შეადგინეს გეგმა, რომელშიც მთავრობის მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯებია გაწერილი. მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, პირველი პუნქტის შესასრულებლად, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს, მხარეები „შარლ მიშელის“ დოკუმენტს უნდა დაუბრუნდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შედგენილი ხედვა ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასა და კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს შექმნას გულისხმობს. მათივე თქმით, 11 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, ავტომატურად შესრულდება რიგით მეხუთე პუნქტიც, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.