არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება - მამუკა მდინარაძის გამოხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება, სადაც არასამთავრობო სექტორი მექანიზმის შექმნას ითხოვს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საკითხზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ხელისუფლება უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს“. „ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. მათივე შეფასებით, კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.