არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ დეკლარაციის შევსებას და ამ კანონის გათვალისწინებას არ აპირებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დაემორჩილება, – აღნიშნული განცხადება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა, რასაც პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.