მოსამართლეების კონფერენციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი. განცხადებაში ვკითხულობთ: არსებული ინფორმაციით, კონფერენციაზე კლანი გეგმავს წარადგინოს მიმართვის პროექტი და მოიპოვოს მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა მათი კეთილსინდისიერების შემოწმების თავიდან ასაცილებლად, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან. – აღნიშნულია მიმართვაში.
მესამე სექტორის განცხადებით, მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია.