რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს აპრობირებული პრაქტიკაა. ოკუპანტ და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, უნდა შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან. მესამე სექტორი კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება. გარდა ამისა, პოლიტიკური თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მიღება აღიარებული და დარეგულირებულია საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული წესები ვერ იქნება სავიზო რეჟიმის დაწესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული.
განცხდებას ხელს აწერს 22 არასამთავრობო ორგანიზაცია.