არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

16 არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას ერთობლივი განცხადებით ეხმაურება. ისინი ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

მესამე სექტორს მიაჩნია, რომ მსგავსი ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აზიანებს. მოთხოვნას მმართველ გუნდში უპასუხეს.