ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ საგრანტო ფონდის შექმნის ინიციატივას, არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აფასებს. მათივე თქმით, ასეთ შემთხვევაში შეიზღუდება მესამე სექტორი და ორგანიზაციები არასამთავრობოდ ვეღარ ჩაითვლებიან.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ინიციატივით გამოვიდა და განმარტა, რომ საგრანტო პროექტები ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად დაფინანსდება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლასა და ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას მოხმარდება. პროგრამა 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდება.