არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგი

არასამთავრობო ორგანიზაციები – „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე საუბრობენ. მათი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი სათანადოდ არ არის ჩართული საბჭოს საქმიანობაში. მათივე განმარტებით, საბჭოს უმთავრეს პრობლემას კვლავ ჩაკეტილობა წარმოადგენს. დამკვირვებლების თქმით, სხდომები გამჭვირვალობის გარეშე ტარდება. არასამთავრობო ორგანიზების განცხადებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ გამოხმაურებიან.