არამოსამართლე წევრების განცხადება

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას და კონკურსის თავიდან გამოცხადებას ითხოვენ. არამოსამართლე წევრების განცხადებით, საუბარია 50-კაციანი სიის შედგენის დროს, ნეპოტიზმსა და სავარაუდო გარიგებებზე საბჭოს ზოგიერთ წევრს შორის. ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ დღეს არსებული დარღვევებიდან გამომდინარე, აუცილებელია შერჩევის პროცესის შეწყვეტა.

ბრალდებებს უპასუხეს საბჭოს მოსამართლე წევრებმა. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, პროცესში არანაირი ხარვეზი არ არის და ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ხვალ 11 საათზე სახელმწიფო ინსპექტორისა დ სახალხო დამცველის მონაწილეობით საბჭო იმსჯელებს.