არახამიას მორიგი განცხადება და შეფასებები თბილისში

დავით არახამიას მორიგი მუქარა საქართველოს ხელისუფლებას. უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დარწმუნებულია, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა ხელისუფლებაში აღარ იქნება. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თქვა, სადაც აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ალბათ აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და იქნება ან ახალი ძალა, ან კოალიცია. მისივე თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი გვარამიას შეიწყალებს, ის თავად სთხოვს ზელენსკის საქართველოში ელჩი დანიშნოს.