არახამია კვლავ საქართველოზე საუბრობს

„მთელ მსოფლიოში გაყინულია რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებულ იქნება უკრაინის აღდგენისთვის და კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“, – ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც სოციალურ ქსელში დავით არახამიამ გაავრცელა. უკრაინის მმართველი პარტიის რადას ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს ოპოზიციური პარტიები და მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.