#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად - 14 მარტი, 2024 #LIVE
  • ხუთ მძიმე საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის ევროპული ვოიაჟი და საქართველოს მთავრობის რეაქცია – გენერალური პროკურატურა გერმანიასა და ბელგიას გაქცეული მაღალჩინოსნის დაკავებას და ექსტრადირებას სთხოვს. ბრალდებული და მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების თავშესაფრად ქცეული უკრაინა საქართველოს, ყოფილი მაღალჩინოსნების გადმოცემის მოთხოვნის საპასუხოდ ულტიმატუმს უყენებს – ავანსცენაზე დავით არახამია ამჯერად სამპუნქტიანი პირობით გამოდის.
  • კიდევ ერთი გაქცეული მსჯავრდებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის. ფულის შესაძლო გათეთრების მოტივით, დავით კეზერაშვილი უვიზოდ დატოვეს. ვინ და რატომ მფარველობს სააკაშვილის ყოფილ მაღალჩინოსნებს ევროპაში და ვის გზავნილებს ახმოვანებს დავით არახამია უკრაინიდან, სადაც საქართველოში ძებნილებს საპასუხისმგებლო თანამდებობები ჩააბარეს.

სტუმრები:

  • ალეკო ელისაშვილი – პარტია „მოქალაქეების“ლიდერი
  • გურამ მაჭარაშვილი – მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი

აქტუალური თემა