აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება. აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობისგან სამკურნალო პრეპარატის შემოტანას ითხოვენ, ასევე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურთ. ამ მოთხოვნებით საპროტესტო გამოსვლები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მშობლები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.