დედაქალაქში ახალი პლაკატები გამოჩნდა – „მამული, ენა, სარწმუნოება! ღირსებით ევროპისკენ“. პლაკატები საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი ერთგვარად პასუხია. საუბარია მოძრაობა „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებმა ფიცის დადების დროს სიტყვა „სარწმუნოება“ „ერთობით“ შეცვალეს. საპროტესტო აქციის მონაწილეების ეს სლოგანი პოლიტიკური შეფასებების თემა უკვე გახდა. უმრავლესობის ლიდერები საპროტესტო აქციებზე გაჟღერებულ სლოგანებს „ანტიეროვნულს, ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულ კამპანიას“ უწოდებენ.