დაპირისპირება მოხდა ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. დაკავებულია სულ მცირე 20 ადამიანი. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს. დაპირისპირებას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა, რომელმაც „მემარცხენე რადიკალი მოძრაობები“ დაგმო და ვაშინგტონის მერი, მურიელ ბაუზერი უმოქმედობაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ „ანტიფას“ წევრები გაიქცნენ, როდესაც ტრამპის აქციაზე მყოფ ადამიანებზე შეტევა სცადეს, რადგან მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. „ანტიფამ“ დღის ბოლომდე დაიცადა, როცა ადამიანების 99 პროცენტი უკვე წასული იყო, რომ უდანაშაულო „მაგას“ მხარდამჭერებზე შეტევა განეხორციელებინა.