თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
46 დაკავებული პირიდან, ნაწილი სასამართლომ უკვე ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დააკისრა ჯარიმა, 4 პირის მიმართ კი გამოიყენა 5-6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.