აქციაზე დაკავებულების სასამართლო

18:12, 12.11.2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

46 დაკავებული პირიდან, ნაწილი სასამართლომ უკვე ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დააკისრა ჯარიმა, 4 პირის მიმართ კი  გამოიყენა 5-6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

მსგავსი