საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა. სოფელ ქვემო ჭალიდან სამთავისის ტაძრისკენ მსვლელობისას გახელაძის ოჯახის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვეს. აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ნინო ფისაძე განავრცობს თემას.