აქცია ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი სოფელ ქვემო ჭალაში მსვლელობით გაემართებიან, იქ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან და ოჯახს თანადგომას გამოუცხადებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს და პრობლემას უგულებელყოფს. მათივე განმარტებით, საზოგადოების მხარდაჭერით ეცდებიან ზაზა გახელაძის 11-თვიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას.