აქცია ვაშლიჯვარში

ვაშლიჯვარში მაჭავარიანის ორი ნომრის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კორპუსის საპარკინგე ნაწილში საცხოვრებელი ბინების მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, აღნიშნული მშენებლობა უნებართვოა და ის კორპუსის მდგრადობას საფრთხეს უქმნის. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ მიმართეს მერიის სამსახურს და ელოდებიან სწრაფ რეაგირებას.

საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახური, სადაც „მოამბეს“ წერილობით აცნობეს, რომ შიდა ტიხრების მოწყობაზე ნებართვა საჭირო არაა, ფართის ფუნქციის შეცვლასთან დაკავშირებით კი მოკვლევა მიმდინარეობს.