ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და გიდები ავია მიმოსვლის აღდგენას და საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის მოხსნას ითხოვენ.
აქცია მათ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შენობასთან გამართეს. შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ავიამიმოსვლა იმ ქვეყნებთან გახსნას, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და „კოვიდ-19“ საფრთხეს არ წარმოადგენს.
საკითხზე ტურიზმის ადმინისტრაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.