აქცია თელავში. სოფელ რუისპირის მოსახლეობა კუთვნილი საძოვრების მათგან მალულად გაყიდვას აპროტესტებს.
ადგილობრივები საძოვრების დაბრუნებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რომელიც ადგილზეა მობილიზებული.