„კალა გამოგვიძახე ტაქსი“, – ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი გამართეს მერიასთან ანა დოლიძემ და მისმა მხარდამჭერებმა.
პარტიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები. მათი განცხადებით, მთავრობის არაგონივრული გადაწყვეტილების გამო, საზოგადოება კიდევ უფრო კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩდა, რადგან გასამმაგდა ტაქსით გადაადგილების ტარიფები.