აქცია თბილისის მერიასთან

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერიასთან, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილეების აზრით, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სხვა პირებთან ერთად, კახა კალაძემაც უნდა აიღოს.

მორიგი აქცია ხუთშაბათს, 12:00 საათზე იმავე მოთხოვნით პარლამენტის წინ დაანონსდა, აღნიშნულზე თბილისის მერიას უფლებადამცველებმა წერილით აცნობეს.