აქცია თავისუფლების მოედანზე

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს. სპეციალურად მოწყობილი სცენა დღეს სხვადასხვა შემსრულებელმა დაიკავეს, კონცერტის მსვლელობისას შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 26 ოქტომბერს მოსახლეობა არჩევანს ევროკავშირის სასარგებლოდ გააკეთებს და ქვეყნის მომავალი ევროპას სამუდამოდ დაუკავშირდება. აქციამდე დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო.

რა განცხადებები გაკეთდა დღეს სცენიდან? – ნოდარ ჩაჩუას ჩართვა თავისუფლების მოედნიდან.