გამაფრთხილებელი აქცია მესტიაში.
ელექტროენერგიაზე მოსალოდნელი გადასახადებისა და ე. წ. ბიტკოინების წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრები გამოვიდნენ. მოქალაქეების განცხადებით, მესტიაში ბოლო თვეების განმავლობაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები გახშირდა. ხშირია ძაბვის ვარდნა, რამაც მათი თქმით საოჯახო ელექტროტექნიკა დააზიანა და პრობლემები შეუქმნა ტურისტულ სეზონს. საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ პრობლემას ელ-ქსელზე კრიპტოვალუტის მოსაპოვებელი ტექნიკის დაერთება იწვევს. მათი მთავარი მოთხოვნა ე. წ. მაინერების ამოღება-გაჩერებაა.
საკითხს ეხმაურება მესტიის მუნიციპალიტეტის მერი. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ხელისუფლება პრობლემების საქმის კურსშია და მის აღმოფხვრაზე მუშაობს.