იჯარით საძოვრების გასხვისების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის მცხოვრებლებმა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის კუთვნილი 5 ჰექტარი მიწის ფართობი მათგან ფარულად ორი წლის წინ 40-წლიანი იჯარით კომპანია „ლოპოტას“ გადაეცა. აქციაზე სოფელ ნაფარეულში მერის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. მისი განმარტებით, მოსახლეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.